24 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად ირანი ნავთობის ექსპორტს გააგრძელებს

შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად ირანი ნავთობის ექსპორტს გააგრძელებს. ამის შესახებ ჰასან როუჰანიმ ქალაქ ხოიში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოპეკის რიგით მესამე ექსპორტიორი ქვეყნის ლიდერის თქმით, სანქციები ვაშინგტონის ფსიქოლოგიური ომისა ნაწილია, რაც მარცხისთვისაა განწირული.

ირანმა დროებითი შეღავათით სარგებლობის უფლება მიანიჭა 8 მთავარ კლიენტს, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.

შეერთებულმა შტატებმა ჯერ 2015 წლის გარიგება დატოვა, შემდეგ კი ირანს სანქციებიც გაუმკაცრა.

ვაშინგტონს სურს, რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამები შეაჩეროს.

დღის ამბები