20 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მეხუთე თაობის გამანადგურებლის გამოყენების პირველი კადრები გაავრცელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მეხუთე თაობის გამანადგურებლის გამოყენების პირველი კადრები გაავრცელა.

სერგეი შოიგუს უწყების ცნობით, ფრენის დროს შეამოწმეს, თუ რამდენად გამართულია თვითმფრინავის სისტემა და როგორ მუშაობს სუ 57-ის ფუნქციები.

უწყებაში იმასაც ადასტურებენ, რომ გამანადგურებლებმა სირიაში 10 გაფრენა განახორციელეს, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. რუსეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავს ყველა ტიპის საჰაერო და სახმელეთო სამიზნის განადგურება შეუძლია.

დღის ამბები