25 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრისას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ბელგიის პრემიერ მინისტრთან ერთად სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას სიტყვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ შეაწყვეტინა.

აქტივისტმა დარბაზში პლაკატი გაშალა და განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობას ხელები ახალგაზრდების სისხლით აქვს დასვრილი. აქტივისტი აცხადებდა, რომ საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც სტუდენტების აქციის დასარბევად სპეცსაშუალებებს იყენებს.

კრიტიკული ბრალდებების მოსმენის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ახალგაზრდა სცენაზე მიიწვია და დებატები შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა. აქტივისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

დღის ამბები