20 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
აბსოლუტური დილეტანტიზმი - მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობოებს ყალბ პირადობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება, რის გამოც ყალბი პირადობების დაბეჭდვა იგეგმება.

სარჯველაძე მესამე სექტორის წარმომადგენლებს დილეტანტიზმში ადანაშაულებს.

„ეს არის აბსოლუტური დილეტანტიზმი და გათვლილი მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც დაუსაბუთებელი და სრულად უსაფუძვლო აჟიოტაჟი იქნას შექმნილი. ბუნებრივია, რომ ამის გადასამოწმებლად ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ყველა ფაქტის გადამოწმება, რომელიც იქნა დასახელებული, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე განცხადების ავტორთა მხრიდან,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.

საია-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის, განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.

საია-ის ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.

დღის ამბები