15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
იტალიელ მაფიოზებს მდიდრული ვილები ჩამოართვეს

იტალიელ მაფიოზებს მდიდრული ვილები ჩამოართვეს. პოლიციის სამიზნე კასამონიკას კლანის კუთვნილი სახლები გახდა, რომლებიც რომში, კუადრაროს რაიონში, მდებარეობს.

ქალაქის მერის განცხადებით, ვილები ქალაქის არქიტექტურის იერსახეს არღვევს და გარდა ამისა, ყველა უკანონოდაა აშენებული.

ოპერაციაში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა. ვილებიდან კასამონიკას კლანის 30-მდე ოჯახის წევრი სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

ერთ-ერთ ბინაში პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და მოოქროვილი ქანდაკებები აღმოაჩინა.

დღის ამბები