20 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ქაბულში - დაიღუპა 40 და დაიჭრა 60 ადამიანი

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა ქაბულში. ტერორისტმა თავი რიტუალების სასახლესთან აიფეთქა, სადაც სასულიერო პირები მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 40 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

დღის ამბები