13 დეკემბერი 2018,   11:31
ვრცლად
"ქართული ოცნება" ბიზნესის ტერორზე გადავიდა - ხელისუფლების მოთხოვნა მიკროსაფინანსო კომპანიებს

ივანიშვილი ინიციატივის სისრულეში მოსაყვანად ხელისუფლება ბიზნესის ტერორზე გადავიდა - ამ შინაარსის წერილი კურიერმა ერთ-ერთი საფინანსო კომპანიიდან მიიღო. ქართულმა ოცნებამ მიკროსაფინანსო კომპანიებზე ტერორი დაიწყო.  

ეს ის კომპანიაა, რომელიც ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან პრობლემურ სესხებს ყიდულობს და შემდეგ მათი ამოღებით არის დაკავებული.

წერილში კომპანიის გენერალური დირექტორი წერს, რომ ისინი შაბათს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაიბარა, მიზერულ თანხად პრობლემური სესხების ქართუ ბანკისთვის გადაბარება მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი სანქციებით დაემუქრა. 

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები ხელისუფლების წინადადებას დასთანხმდებიან, მათ გაკოტრება და ათასობით ადამიანს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.

ხელისუფლება მიზერულ ფასად ქართუ ბანკისთვის სესხების გადაბარებას სთხოვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ხელისუფლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 2018 წლამდე არსებული ვალების მხოლოდ ძირი თანხის - 9 პროცენტად, მიმდინარე წლის დავალიანებების კი 14 პროცენტად გამოსყიდვას სთავაზობს. ფონდი ქართუ პროცენტზე ან დარიცხულ ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს. 

ქართუ ბანკისთვის პრობლემური სესხების გადაბარების თემაზე მოლაპარაკებებს დღეს ეროვნული ბანკი მართავდა. შეხვედრას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეც.

მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოსაფიქრებელი ვადა 5 დეკემბრამდე მისცეს. ვინც ივანიშვილის პირობებს არ დასთანხმდება, მათთან გარიგება არ შედგება, მთავრობას უკვე აქვს მწვანე შუქი ბანკებისგან. ქართუ ფონდს პრობლემური სესხების გადაბარებას ბანკები არა 9%, არამედ უფრო დაბალ ფასად დასთანხმდნენ, თუმცა, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დაანონსებული ფინანსური ადმინისტრაცია არც 600 ათას ადამიანს შეეხება და არც მილიარდნახევარი ლარი დაჯდება.

ქონებით და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფილი სესხები ვერ მოხვდა ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ სესხების ამნისტიაში. 2000 ლარამდე ე.წ. უიმედო სესხები კი 3-წლიანი გადაუხდელობის შემდეგ ისედაც ჩამოწერას ექვემდებარება. ირკვევა, რომ უიმედო სესხების ქონის მიმართულებით ლიდერი სწორედ ივანიშვილის ქართუ ბანკია. გაცემული 815 მილიონიდან ქართუ ბანკს გაცემული სესხის ფულის 35 პროცენტი უკან არ დაუბრუნდა. 

 

 

 

ავტორი: თამთა ჯიქია 

დღის ამბები