19 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
"საზოგადოება რაც მეტს წაართმევს ახლა ბიძინა ივანიშვილს, მით უკეთესი" - ზურაბ ჭიაბერაშვილი ვალების განულებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხელისუფლების გადაწყვეტილებას არჩევანის ეთერში ეხმაურება, რომელიც ვალების განულებას და ე.წ. შავი სიიდან ამოწერას ეხება.

ჭიაბერაშვილის თქმით, ვალების ოდენობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა.

„ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს და შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი მკვეთრად, ვინც ვეღარ იხდის სესხს,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის გარკვეულ შეღავათს მისცემს.

„ეს საზოგადოება რაც მეტს წაართმევს ახლა ბიძინა ივანიშვილს, მით უკეთესი. ახლა საზოგადოებამ დაინახა, რომ მხოლოდ არჩევნებში დამარცხების შიშით შეუძლია საზოგადოებამ გამოსტყუოს ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნობილ მატყუარას და ცრუპენტელას, რომელიც 6 წელია, ატყუებს მთელ ქვეყანა და გააღარიბა ქვეყანა, მხოლოდ ამ პირობებში შეუძლია მას გამოსტყუოს მცირე,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილი ახლა ყველაფერს გააკეთებს საზოგადოების გულის მოსაგებად.

დღის ამბები