18 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
"რატომ უნდა გააკეთოს ეს კერძო ფონდმა, საიდან უნდა ჰქონდეს მას შემოსავალი, ბანკი ხომ არ არის" - ეკონომისტებს "ქართუსთან" კითხვები აქვთ

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი ვალების განულებასთან დაკავშირებით სახელისუფლებო პროგრამას ეხმაურება.

პაატა შეშელიძე ამბობს, რომ იყო გაცხადებული საკმაოდ დიდი თანხა, რაც აჩენს კითხვებს.

„იყო გაცხადებული საკმაოდ დიდი თანხა, მილიარდნახევარი. ეს არის ნომინალური თანხა, ცხადია, რეალურად ეს ნაკლებად იქნება. ზუსტად არ ვიცით არავინ, რამდენი, მაგრამ მთავარი საკითხი არის ეს, ჯერ ერთი, რატომ უნდა გააკეთოს ეს კერძო ფონდმა, საიდან უნდა ჰქონდეს მას შემოსავალი ასეთი ტიპის. ეს ფონდია, ბანკი ხომ არ არის? საიდანღაც უნდა მოხვდეს ფული და ვინ არის კომპანია, ვინც ფულს შეიტანს, ესეც საკითხავია,“ - განაცხადა პაატა შეშელიძემ და აღნიშნა, რომ ვინაიდან ფონდ ქართუს უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ის არის ბმა პოლიტიკურ კორუფციასთან. 

დღის ამბები