25 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ - ოპოზიცია თბილისის 2019 წლის ბიუჯეტზე საუბრობს

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა ამჯერად ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იგეგმება.

შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა." ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში 50 მილიონამდე შემცირებული თანხა თბილისელებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, მითუმეტეს, რომ სავარაუდოდ ფული ყველაზე დაუცველი ფენისთვის გათვალისწინებულ პროექტებს დააკლდება

„კალაძე ისევ ლარი და თვრამეტად აპირებს სოციალურად დაუცველებს გამოკვებას, თუმცა ნახა სახსრები და 7 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურება და წარმომადგენლობითი  ხარჯები, რას ნიშნავს, საკუთარ ხელფასებს კიდევ იმატებენ, სარესტორნო ხარჯებიც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში მცირდება სოციალური დაცვა და ჯანდაცვა. ამ კომისიაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, თუმცა დედაქალაქის მერს ინიციატივებს აუცილებლად გავუგზავნით,“- აცხადებს თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ამ თემაზე "ევროპული საქართველო-თბილისის" თავმჯდომარე დავით ჟღენტიც საუბრობს და ამბობს, რომ ბიუჯეტს მხარს არც ის უჭერს.

„პირად საუბრებშიც და საკომისიო მოსმენებზე და სხდომებზეც თვითონ "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ რეალურად ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც არის ორიენტირებული თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. თბილისში არის ისეთი გაჭირვება და სოციალურად დაუცველებტან მიმართებაში, უფასო სასადილოებთან მიმართებაში კონკრეტულ დაფინანსებას ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ,“ - აცხადებს ჟღენტი.

ოპოზიციას თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა  და საფინანსო საბიუჯეტო კომისისს თავმჯდომარე  ირაკლი ზარქუა პასუხობს.

„შემოტანილი იყო 861 მილიონი 2018 წლის დასაწყისში, ახლა შემოტანილია 871, ანუ 10 მილიონით გაზრდილია, ეს პირველადი ბიუჯეტი. ეს იყო 45 მილიონი შემოტანილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით ინფრასტრუქტურულ პროექტებში. იქ სადაც ახლა ჩვენ თითქოს გვეუბნებიან, კლება გაქვთ, ეს იყო განპირობებული იმითი, რომ 2018 -ში 45 მილიონი სწორედ ცენტრალურმა სახელმწიფომ, სახელმწიფო ბიუჯეტმა გადმოგვირიცხა,“ - ამბობს ზარქუა.

დღის ამბები