19 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
მეორე ტურისთვის ველოდებით, რომ არჩევნები ჩატარდება უფრო დემოკრატიულ გარემოში - გაეროს ელჩი წინასაარჩევნო გარემოს ეხმაურება

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც არასამთავრობო სექტორი არჩევნების პირველი ტურის წინაც საუბრობდა, მთავარ გამოწვევად რჩება - ეს განცხადება, გაეროს ელჩმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დროს გააკეთა.

დიპლომატის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდებიან მეორე ტურის წინ განვითარებულ მოვლენებს.

მათ შორის, მესამე სექტორის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით.

გაეროს კოორდინატორმა და განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ლუიზა ვინტონმა განაცხადა, რომ პირველი ტურის პერიოდში ძირითადი კრიტიკა იყო დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რაც ნაკლებად სამართლიანს ხდიდა საარჩევნო გარემოს.

“რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყველა კომენტარს, რომელიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კეთდება, მათ შორის იმ შეფასებებსაც, რომელსაც აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება. ეს ეხება როგორც დადებით ასევე უარყოფით კონტექსტსაც. პირველი ტურის პერიოდში ძირითადი კრიტიკა იყო დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რაც ნაკლებად სამართლიანს ხდის საარჩევნო გარემოს, ამიტომ მეორე ტურისთვის ველოდებით, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უფრო დემოკრატიულ გარემოში,“ - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

 

დღის ამბები