25 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
ხელისუფლებას გამიზნული აქვს საყოველთაო გაყალბება - ოპოზიცია ყალბი პირდობობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი თქმით, ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

ოპოზიციის წევრებს არ აქვთ იმედი, რომ პროკურატურა ყალბ პირადობებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოიძიებს, რადგან დაინტერესებული მხარეა თავად საგამოძიებო უწყება.

„არავის არ აქვს ილუზია, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი საქმე არის გამოუძიებელი და პროკურატურა ხელს აფარებს ხელისუფლების დანაშაულებებს და ხელისუფლება აფარებს პროკურატურას დარღვევებსა და დანაშულებს. ეს ვნახეთ სარალიძის საქმეში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იქნება, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებს.

„სერვისების განვითარების სააგენტოში საეჭვოდ ხდება თანამშრომლების მივლინებაში გაშვება და სხვა ნდობით აღჭურვილი პირებისთვის იმ დავალების მიცემა, რომ ერთ მოქალაქეზე რამდენიმე პირადობის მოწმობა გაიცეს. ფაქტია, რომ ხელისუფლებას გამიზნული აქვს საყოველთაო გაყალბება, თუმცა შეიძლება ამ გაყალბებას თავი ავარიდოთ და წინ აღვუდგეთ, თუ ამომრჩევლის აქტივობა 28 ნოემბერს. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერს ხალხი აჩვენებს ხელისუფლებას თავის ძალას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები