23 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
მედიისთვის დახურული შეხვედრა - ბრიუსელში ქართული დელეგაცია დიასპორტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ბრიუსელში ერთ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყება. მანამდე კი გუშინ, გვიან საღამოს ქართული დელეგაცია საქართველოს საელჩოში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ის პირველად მსგავსი შეხვედრების ისტორიაში მედიისთვის დახურული იყო.

დამსწრეთა სიაც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტუმრებს მამუკა ბახტაძესთან მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციით უშვებდნენ.

სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით ერთადერთი კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე გაჟღერებული იყო ის ახალი ინიციატივები, რაც მთავრობას დიასპორასთან დაკავშირებით აქვს. ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ყოფილა.

დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შუა კვირაში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს. თუმცა ისინი ასევე ამბობენ, რომ არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია.

დღის ამბები