23 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
"ეს პრობლემები უპირველესყოვლისა არის დაკავშირებული კორუფციასთან" - გრიგოლ ვაშაძე პარაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პარაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა და მისი გეგმები გააცნო.

დამსწრე სპორტსმენებმა გამოთქვეს წუხილი, რომ პარაოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში ხელისუფლების უხეში ჩარევა ხდება, მათ შორის, პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სფეროს მმართველ წრეებში არსებული კორუფციის შესახებ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ამ ადამიანებს ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამასთანავე აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არსებული დაფინანსების სამართლიანი და ეფექტური ხარჯვის მიზნით.

პარასპორტსმენის ბესიკ ლეკიაშვილის თქმით, სასაცილოა და დაცინვაა, როდესაც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს სტიპენდია 200 ლარი აქვს, და ამავდროულად მინისტრები და მის მოადგილეები მდიდრდებიან.

„ბატონი გრიგოლი გვესაუბრა ბევრ პრობლემაზე, მოგვისმინა, ჩვენს მთავრობასაც, რომ მოესმინა ჩვენთვის არც ეგ იქნებოდა ცუდი. პირადად მე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს თვეში სტიპენდია მაქვს 200 ლარი. მემგონი სასაცილოა და დაცინვაა, როდესაც კიდევ ვიმეორებ, მინისტრები მდიდრდებიან, მისი მოადგილეები მდიდრდებიან, ანუ სპორტსმენებს დაფინანსება გვაკლდება და ემატებათ მინისტრებს - ეს ყოვლად დაუშვებელია,“ - აცხადებს პარასპორტსმენი ბესიკ ლეკიაშვილი.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამასთანავე აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არსებული დაფინანსების სამართლიანი და ეფექტური ხარჯვის მიზნით.

„უზარმაზარი პრობლემებია, როგორც ყველგან. ეს პრობლემები უპირველესყოვლისა არის დაკავშირებული კორუფციასთან, უცოდინრობასთან, არაპროფესიონალიზმთან და იმ ადამიანების სრულ იგნორირებასთან, რომლისათვისაც სახელმწიფო ჩენი მწირი ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხებს. იმის მეათედიც არ მიდის სპორტსმენებამდე, რაც უნდა მიდიოდეს. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზრუნვა ადამიანებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათი მაგალითი ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, ნამდვილი გმირები არიან, არავითარი შეზღუდული შესაძლებლობა არა აქვთ, საკმარისი იქნება, დარწმუნებული იყავით, აუდიტის ჩატარება, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ თანხის ძალიან მცირე ნაწილი მიდის იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სახელმწიფო ამ თანხებს გამოყოფს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები