19 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
დღეს ვისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს მათგან, ვინც გვთხოვდა სესხების განულებას - კალაძე ე.წ. შავი სიიდან 600 ათასი მოქალაქის ამოწერაზე საუბრობს

თბილისის მთავრობის სხდომა, კახი კალაძემ დღეს პოლიტიკური განცხადებებით გახსნა. დედაქალაქის მერი მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა ე.წ. შავი სიის გათეთრების შესახებ და ოპოზიცია გააკრიტიკა.

"დღეს ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებებს. პირველ რიგში მათგან, ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ თითქოს ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ და ანულებდნენ - ესეც ტყუილია. ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახი კალაძემ, თბილისის ბიუჯეტის დეტალებზეც ისაუბრა. ის ურჩევს ოპოზიციას დამშვიდნენ და ამბობს, რომ 2019 წლის ქალაქის ბიუჯეტი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტია. 

დღის ამბები