25 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება გლდანში - მოძრაობა "არა ნაციზმს" და ია მეტრეველი მოსახლეობას ხვდება

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გლდანში - მეტრო ახმეტელთან მოძრაობა „არა ნაციზმის“ წარმომადგენლები და ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი შვილმოკლული დედა, ლამზირა მიქია მეტრო ახმეტელთან შეკრებილებთან მივიდა და ია მეტრეველს "პოლიტიკური გამყიდველი" უწოდა. მეტრეველმა ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა და მიქიაზე განაცხადა, რომ ის ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

მოძრაობა „არა ნაციზმს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოდის და ოპოზიციურ პარტიას უპირისპირდება.

დღის ამბები