24 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურს დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან - დიდი ბრიტანეთის ელჩი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან- ამის შესახებ განცხადება, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გააკეთა. 

ჯასთინ მაქენზი მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ დემოკრატიის მონაპოვარს.

„დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გაუფრთხილდნენ ამას.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება,”- წერს ელჩი ტვიტერში.

დღის ამბები