19 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად განკარგულება გამოსცა

მთავრობის ადმინისტრაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად, საჯარო უწყებებს სპეციალურ განკარგულებას უგზავნის.

განკარგულებაში საარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილი რიგი შეზღუდვებია გაწერილი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ცნობა საჯარო უწყებებს არჩევნების პირველი ტურის წინაც გაეგზავნათ. 

„2018 წლის 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, საქართველოს კანონმდებლობის და მოთხოვნითა და სრული დაცვით, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არაერთ ანგარიშში აღინიშნა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურიც იმავე სტანდარტების დაცვით გაიმართოს. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 19 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, სადაც საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს შეახსენა კიდევ ერთხელ ის ვალდებულებები და შეზღუდვები, რასაც ითვალისწინებს საარჩევნო კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში,“ - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები