25 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ რუსი გენერლის ხელმძღვანელად არჩევაზე უარი თქვა

ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ რუსი გენერლის ხელმძღვანელად არჩევაზე უარი თქვა. დუბაიში გამართული კენჭისყრის შემდეგ, ორგანიზაციის დირექტორი სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი გახდა.

მის კანდიდატურას ინტერპოლის 194-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. კიმ ჩონ იანთან ერთად მთავარ პრეტენდენტად რუსი ალექსანდრე პროკოპჩუკიც მიიჩნეოდა, თუმცა შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები მისი არჩევის წინააღმდეგ წავიდნენ.

კრემლის ოპონენტების აზრით, პროკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში რუსეთი ოპონენტებზე დევნისთვის ინტერპოლით მანიპულირებას მარტივად შეძლებდა.

დღის ამბები