19 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის აღიარება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საკუთარ გუნდს არაკომპეტენტურობის გამო აკრიტიკებს

ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა და საკუთარი გუნდი არაკომპეტენტურობის გამო გააკრიტიკა. „ქართული ოცნების“ ლიდერი ყველაზე მეტად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ დაკვეთილმა კვლევამ და ეგზიტპოლის შედეგებმა გააბრაზა.

არაზუსტი მონაცემების გამო, ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებაც კი მიულოცა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში 14 პროცენტიანი ცდომილება იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. ერთადერთი ლიდერი „ქართული ოცნებიდან“, ვინც განმარტებები გააკეთა, კახა კალაძეა. თბილისის მერმა 14 პროცენტიანი ცდომილების მქონე ეგზიტპოლებიდან ყურადღება წინასაარჩევნო კვლევებზე გადაიტანა და ტრადიციულად, თავს „რუსთავი 2-ს“ დაესხა.

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანაგუნდელებზე იმდენად გაბრაზებულია, რომ მალე საკადრო წმენდას აპირებს. „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის გაურკვეველია, რატომ დაეცა მმართველი გუნდის რეიტინგი ასე დაბლა.

არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილის აღიარება ოპოზიციისთვის ყველაფრის საკუთარი გუნდისთვის გადაბრალებაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილი ერთის მხრივ, არაადეკვატური და რეალობას აცდენილია, ხოლო მეორე მხრივ ყალბი ეგზიტპოლის ავტორი თავადაა და ახლა ამ ყველაფერზე იმიტომ ლაპარაკობს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცეს.

ბიძინა ივანიშვილის 45 წუთიან ინტერვიუს ანალიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ყოფილი პრემიერის გამოსვლა საკუთარი ქვეშევრდომების დატუქსვას ჰგავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები