20 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
საქართველოში არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს ქართველი ხალხი - მამუკა ბახტაძე

„დემოკრატიაში არჩევნების ბედს ხალხი წყვეტს. საქართველოში არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს ქართველი ხალხი,“- ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კურიერის“ ჟურნალისტმა შეკითხვა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასვა. კითხვას - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ არჩევნების წინ 600 ათასი მოქალაქისათვის სესხის დაფარვა ამომრჩევლის მოსყიდვა, მამუკა ბახტაძემ თავი აარიდა და თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია.

„რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, თუ ასეთს ნამდვილად აქვს ადგილი, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტების ჩვენება და გამოძიების ჩატარება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერმა კი აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრებს.

„ჩვენ ამ საკითხს მეგობრულად განვიხილავთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა დემოკრატიული სტანდარტი დაცული იქნება,“- განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები