25 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
"დასაჭერია ივანიშვილი, მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს გახარიამ ?" - ზაზა ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს რეკეტით დაკავებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმ პირობებში როდესაც შს მინისტრი გიორგი გახარიაა, ეს ვერ მოხდება.

„აუცილებლად პასუხი აქვს საგები ყველა იმ ფეოდალს ვინც ამ ფეოდალურ რეკეტში მონაწილეობს. დასაჭერია პირველ რიგში ივანიშვილი. მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს გახარიამ? ყველამ უდნა აგოს პასუხი,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ზაზა ოქუაშვილმა დღეს სკანდალურ განცხადება გააკეთა და დეტალურად მოჰყვა როგორ აიძულებდნენ მას ტელეიმედთან ყალბი ინტერვიუს მიცემას, სადაც ის იტყოდა რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომარტების გამოქვეყნება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა დაავალეს. 

მას შემდეგ რაც ეს ინტერვიუ არ გავიდა ეთერში, ზაზა ოქუაშვილს "ომეგა ჯგუფის" ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრეს. 

დღის ამბები