17 იანვარი 2019,   16:01
ვრცლად
„საუბარია იმ სესხების განულებაზე, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს ბალანსიდან აქვთ ჩამოწერილი“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტებებს აკეთებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სესხების განულების პროგრამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საუბარია იმ სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია. მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება ორ კერძო სუბიექტს შორის შედგა და ინიციატივაში ის ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი აქვს.

„საუბარი არის  იმ სესხებზე, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს უკვე ჩამოწერილი აქვთ ბალანსიდან და ამან არ უნდა მოახდინოს რაიმე გავლენა და არ მოახდენს გავლენას საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე. ეს იქნება, ასე ვთქვათ, მიმდინარე ერთჯერადი აქცია და შემდეგ უკვე ამ წესის ძალაში შესვლა იმის საფუძველი, რომ აღარ მოხდეს  დაგროვება ასეთი საშიშროების და აღარ აღმოჩნდნენ ეს მსესხებლები ამ სიტუაციაში და საფინანსო სექტორის წევრებმა, ორგანიზაციებმა, მათ  ეცოდინებათ, რომ მათ უნდა შეაფასონ გადამხდელის გადამხდელუნარიანობა,“- აცხადებს გვენეტაძე.

დღის ამბები