19 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
"არ ხდება ხოლმე ასე ერთ დღეში ამხელა თანხის გაცემა" - "ომეგაში" იხსენებენ, როგორ გასცა ქართუ ბანკმა 8 მილიონი უზრუნველყოფის გარეშე

ომეგას სკანდალური საქმე, წინასწარ დაწერილი ინტერვიუ და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობა - "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლები დღეს დეტალურად იხსენებენ როგორ მოხდა ხელისუფლებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და როგორ გაიცა 4 მილიონი აქციზური მარკა ისე, რომ ამისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ერთი საათიც არ დასჭირვებია. ასევე ომეგა ჯგუფში ჰყვებიან იმასაც,  თუ როგორ გაიცა "ქართუ ბანკიდან" 8 მილიონი დახურული საწარმოსთვის კრედიტის სახით, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

"ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელი აცხადებს, "ქართუმ" საკმაოდ დიდი თანხა უპრეცედენტოდ მოკლე დროში გასცა.

„26 ოქტომბერი იყო, დილით დამიკავშირდნენ ბანკიდან. მითხრეს რომ უნდა მივსულიყავი. იმისთვის, რომ გაფორმებულიყო ხელშეკრულება. და ისინი თანახმა იყვნენ რომ გაეცათ კრედიტი. მე ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო ეს ზარი. გამოვცხადდი,  ბანკში მივედი. მქონდა შეხვედრა იქ ხელმძღვანელობასთან. მისცეს დაევალება ბანკირებს გაეფორმებინათ შესაბამისი საბუთები და გაეცათ კრედიტი. რაც მთავარია ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, რომ მოსწრებულიყო თანხის ანგარიშზე მოხვედრა და მერე ბიუჯეტში გადარიცხვა. ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. ეს იყო ჩემთვისაც მოულოდნელი იმ კუთხით, რომ არ ხდება ხოლმე ასე ერთ დღეში ამ ყველაფერის მოგვარება და გაცემა თანხის,“-განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები იმ დავალიანებაზეც საუბრობენ, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით კომპანიას უნდა ჩამოწეროდა.

„მინისტრმა გვითხრა, რომ დაგვეწერა წერილი და შეგვეტანა შემოსავლების სამსახურში. სადაც გაწერილი იქნებოდა იმ დროისთვის OGT-ზე რიცხული დავალიანების გადახდის სქემა, ეს იყო 52 მილიონი, რომელშიც საურავი იყო 12 მილიონი და მოიხსნებოდა საურავი. ასევე 30 მილიონი ძირიდან და დანარჩენი, დაახლოებით 10 მილიონი იქნებოდა გადახდილი 5 წლის განმავლობაში,“-განაცხადა ნიკოლოზ ასანიაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები