16 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
"მათთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ადამიანმა თქვას უარი მატერიალურ სიკეთეებზე ზნეობის სანაცვლოდ"-ნატო ჩხეიძე კახა კალაძეს პასუხობს

50 მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა, აქციზური მარკების ერთ დღეში გაცემა და გაჩერებული საწარმოს ერთ ღამეში ამუშავება იმიტირებული იმიტირებული ინტერვიუს სანაცვლოდ, რომელზეც ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა -„ომეგა ჯგუფის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს გაუგებარი უწოდეს. კახა კალაძემ ისიც კი აღნიშნა, რომ ომეგა ჯგუფს "ქართუ ბანკმა" თანხა გადაურიცხა 2004 წელს და არა ახლა როგორც ამას ზაზა ოქუაშვილი ამბობს.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე. მისი თქმით კალაძეს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

„კახი კალაძის კომენტარი ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. მან თქვა დიდი ხნის წინანდელი ამბები და არ თქვა სამი კვირის წინანდელი. დიახ, "ქართუ ბანკიდან" 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიცა 8 მილიონამდე ლარის ოდენობის კრედიტი. ეს ნამდვილად ასეა და დაინტერესებულმა პირებმა შეუძლიათ ეს გადაამოწმონ გადარიცხვის შესაბამისი დოკუმენტაცის საფუძველზე. მან თქვა რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო და ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი პიროვნება. დიახ, არის ამოუცნობი პიროვნება ისეთი ადამიანებისთვის, ისეთი ჯგუფისთვის, როგორიც სამწუხაროდ შეკრებილია ახლა საქართველოს მთავრობის ისტემბლიშმენტში. მათთვის ძალიან გაუგებარია რატომ შეიძლება ადამიანმა თქვას უარი ყველანაირ მატერიალურ სიკეთეებზე ზნეობის სანაცვლოდ,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები