24 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
საკრებულოში, ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებს ოპოზიციის გარეშე კენჭი უყარეს

ქვორუმის არ არსებობის გამო, საკრებულოს სხდომის ნახევარი საათის დაგვიანებით დაწყების მიუხედავად, სხდომაზე დედაქალაქის პროექტის შენიშვნებს კენჭი უყარეს. სხდომის დაგვიანებით დაწყების გამო, ოპოზიციამ ის პროტესტის ნიშნად დატოვა და მმართველი პარტია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

უმრავლესობამ კი ოპოზიციის წევრები თავის მხრივ, დესტრუქციულ მოქცევაში დაადანაშაულა. მათი განმარტებით, საკრებულოში 26 დეპუტატი მხოლოდ იმიტომ ვერ შეგროვდა, რომ მათ წინასაარჩევნოდ შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი.  

მოგვიანებით, მმართველმა პარტიამ საკუთარი გუნდის წევრების მობილიზება შეძლო და ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებს ოპოზიციის გარეშე უყარეს კენჭი.  

„სხდომა დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან, ოპოზიციამ უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და მაჟორიტართა ნაწილი იყო შეხვედრებზე და ქვორუმი მხოლოდ უმრავლესობით არ შედგა მყისიერად, მაშინ როცა სხდომა იყო ჩანიშნული. თუმცა, ეს პრობლემა მოხსნილია, მოვიდნენ დანარჩენი უმრავლესობის წევრები, დამტკიცებულია და გადაგზავნილია მერიაში უკან ბიუჯეტი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.

კენჭისყრა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი შენიშვნებით საკრებულომ უკვე გადაუგზავნა დედაქალაქის მერიას.

 

 

დღის ამბები