19 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე და ფინანსთა სამინისტროში ღამით გამართული საგანგებო შეხვედრა-მინისტრის მოადგილე ზაზა ოქუაშვილთან მსგავს შეხვედრას უარყოფს

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე ფინანსთა სამინისტროში ღამით გამართული შეხვედრის თაობაზე მინისტრის მოადგილე ინფორმაციას არ ფლობს. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ის არ არის ვალდებული კონკრეტული კომპანიის ტრანზაქციებსა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაზე ფლობდეს ინფორმაციას. კაკაურიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბიზნესმენი ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს შეხვდა.

„შემოსავლების სამსახურში რომელი კომპანია რას ითხოვს და რა დავალიანება აქვთ, დეტალური ინფორმაციის ცოდნის უფლება არ მაქვს ელემენტარულად. რაც შეეხება ზოგადად გაჟღერებულ ინფორმაციას, მე რაც ვიცი და მგონი, მედიით გაჟღერებულია ეს ინფორმაცია, რომ აქვს საკმაოდ დიდი დავალიანება. დაახლოებით, ერთი თვის წინ დავალიანების ნაწილი იმ ოდენობის, რა ოდენობისაც მარკები გაიტანა, ეს თანხა გადაიხადა, რაც გადაიხადა იმ ოდენობის მარკები გაიტანა, თუ კიდევ გადაიხდის და კიდევ გაიტანს, თუ ვერ გადაიხდის ვერ გაიტანს, ეს არის კონკრეტული კომპანიის და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. ამაში მე, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ ჩავერევი და არ მაქვს უბრალოდ ჩარევის უფლება. კომპანიის მიერ შესაბამისი გრაფიკი უნდა წარდგეს, რომელიც იქნება მისაღები სამინისტროსთვის, რომელიც იქნება მისაღები ბიუჯეტისთვის. გამორიცხულია, რომ რესტრუქტურიზაცია მოხდეს იმ პირობებში თუ 50 მილიონიდან ერთი მილიონის დაფარვას აპირებს წლის განმავლობაში, ეს არის უბრალოდ არასწორი ინფორმაციის მიწოდება და შეიძლება ითქვას, ცინიკური დამოკიდებულება საკითხის მიმართ,“-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები