19 აგვისტო 2019,   21:29
ვრცლად
ზაზა ოქუაშვილის ​ დუმილის ფასი - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადება 

დუმილის სანაცვლოდ გადახდილი მილიონები - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ერთთვიანი დუმილი დაარღვია.

ნერვების და კომპრომატების 3 თვიანი ომი ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 24 სექტემბერს მოულოდნელად ხელისულების სრული კაპიტალიციით დასრულდა.

„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობას ბანკის წარმომადგენელმა 8-მილიონიანი კრედიტის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და თანხის გატანა შეთავაზა.

დაჩქარებული წესით გაცემული მილიონების ნაწილი ბიუჯეტში აქციზური მარკების შესაძენად ჩაირიცხა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ბანკის პარალელურად, შეთავაზება ფინანსთა სამინისტროდანაც მიიღეს. დავალიანების ახალი გრაფიკის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებმა პირადად ფინანსთა მინისტრისგან მიიღეს.

ბიძინა ივანიშვილის ბანკის და სახელმწიფო უწყების პარალელურად, ზაზა ოქუაშვილთან ურთიერთობის მოგვარების პროცესში ბიზნეს სექტორიც ერთვება. მოულოდნელად, ტვირთის გადაზიდვის კომპანიას „ტრანსლოუდს“ ხუთი მილიონის ღირებულების ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ერთად ყიდვა სურდა, თუმცა, მოულოდნელად დამკვეთმა კონტრაქტის შეწყვეტა და უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

წერილში, რომელიც „ტრანსლუდმა“ ომეგას გაუგზავნა, კომპანია წერს, რომ მანქანების შესაძენად თანხა მისთვის ფონდს უნდა მიეცა, რომელმაც გადაიფიქრა.

ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა მთავარ მოვლენას, როცა ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლების ყველა შეთავაზების და დათმობის სანაცვლოდ  მთავარი განაცხადება უნდა გაეკეთებინა - მას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში წინასწარ დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა.  

წინასაწარ მომზადებული კითხვა-პასუხის მთავარი სამიზნე „რუსთავი2-ის“ გენერალურ დირექტორი, ნიკა გვარამია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყვნენ. ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლების დაკვეთით მათთვის, ე.წ. რევოლუციური სცენარის მომზადება უნდა დაებრალებინა და მის მიერ გამოქვეყნებული კომპრომატებიც ამ გეგმის ნაწილად უნდა გაესაღებინა.

ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გეგმაში, ზაზა ოქუაშვილის გამოსაყენებლად, ბიძინა ივანიშვილმა პროცესში სასამართლო ხელისუფლებაც ჩართო. სწორედ 24-დან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, მოულოდნელად, „ომეგა ჯგუფის“ სასარგებლოდ დასრულდა დავა და უფილტრო სიგარეტის პატენტი უფლება, ომეგა ჯგუფს გადაეცა.

პრინციპების და ბიზნესის დაცვას, ზაზა ოქუაშვილი თბილისის, ლონდონის და პარიზის სასამართლოებში ერთდროულად ცდილობს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, სავარაუდოდ, სწორედ სასამართლოს წარუდგენს მთავარ მტკიცებულებას, რომლისაც ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია.

დღის ამბები