24 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
ივანიშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში ოქუაშვილს ალბათ ცოცხალს არ დატოვებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება.

საქმე ეხება ბიზნესმენის მიერ „კვირის აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა. მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან"  8 მილიონიანი გადარიცხვა. ოქუაშვილს კი მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში უნდა ესაუბრა. 

ინტერვიუ წინასწარ იყო დაწერილი - ჟურნალისტის კითხვებით და ოქუაშვილის პასუხებით. ინტერვიუ კი ეთერში, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა გასულიყო. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მისდა უნებურად ბიზნესმენმა ოქუაშვილმა ფული წაართვა. სააკაშვილის შეფასებით, თუ ივანიშვილი კვლავ ხელისუფლებაში იქნება, მაშინ ზაზა ოქუაშვილს პრობლემები შეექმნება.

„ივანიშვილი, რომელიც არის კლასიკური მაფიოზი, ყველას ეგრე ეპყრობა - ხაზარაძესაც ასე ეპყრობა, სხვა ქართველ ბიზნესმენებს, უბრალოდ, ოქუაშვილზე არ გამოუვიდა ეს და პირიქით, ოქუაშვილმა იქით შეაქმნევინა მისდა უნებურად მტკიცებულებები საერთაშორისო სასამართლოებისთვის და უფრო მეტიც, წაართვა ფული, რაც მაფიოზური ლოგიკით, ივანიშვილი გამოიყურება, როგორც სრული ფარჩაკი. მაფიოზს იქით აახიეს ფული, ასეთი რამ ყველაზე უფრო უპატიებელი რამ არის.

„ივანიშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში ოქუაშვილს ალბათ ცოცხალს არ დატოვებს. თუ ოქუაშვილმა დაიცვა თავის უფლებები, წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც არც ლონდონელი ადვოკატები არ ჰყავს, არც უცხოეთშია, არც უცხოური მოქალაქეობა არ აქვს, არც გამოცდილება არ აქვს, არც სურვილი არ აქვს ბრძოლის, რამდენად დაუცველი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ამიტომ ეს ძალიან საგანგაშო რამაა და ეს სიტუაცია საქართველოში უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები