22 აგვისტო 2019,   23:20
ვრცლად
სოფელ ვეჯინში, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. 

ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული. დაზიანებულია ავტომობილი. 

ელმირა ბეციაშვილის თქმით, აალება მისმა მეუღლემ შენიშნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.   

„შემთხვევით, ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ ეზოს ბოლოში, სადაც მანქანა დგას, ამავდროულად იდგა სტუმრის მანქანა, რომ იქ რაღაც ანათებდა, გამოიხედა და ნახა, რომ სტუმრის მანქანას ეკიდ​ა ცეცხლი...გადმოგდებულია სამი მინის ბოთლი, რომელშიც არის მაზუთისფერი სითხე და თავები აქვს დამტვრეული, ეტყობა გადმოგდების დროს დაიმტვრა, დაღვრილია სითხე და ეზოს ეკიდა ცეცხლი. მე ვთვლი, რომ ეს არის ღია ბრძოლა, მე მებრძვიან, როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, როგორც ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს. სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ. აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება, მე ამას ბოლომდე ჩავყვები,“ - განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა.  

დღის ამბები