21 სექტემბერი 2019,   10:00
ვრცლად
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე მივიყვანოთ ის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება ოპოზიციის გამარჯვებით - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზებს „არჩევანის“ ეთერში განმარტავს.

დავით ბაქრაძის თქმით, ბევრი განსხვავების მიუხედავად მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, რადგან მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის გათვალისწინებით, აღნიშნული განსხვავებები ხდება მეასეხარისხოვანი.

ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, რადგან პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზად არის.

„თუ შევადარებთ კანდიდატებს, მეორე მხარეს მოგროვილია და თავმოყრილია გუნდი, რომელთან შედარებითაც, რაც არ უნდა დიდი განსხვავებები არსებობდეს ჩემს და გრიგოლ ვაშაძეს შორის, „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ყველა ეს განსხვავება გახლავთ მესამე და მეათასე ხარისხოვანი, ვინაიდან მეორე მხარეს არის გუნდი, რომელშიც შედის მაგალითად, ბატონი მეჩითოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ 9 აპრილს თურმე გასართობად იყვნენ ახალგაზრდები მისული და ჭყლეტაში დაიღუპნენ. მეორე მხარეს არის პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამ წუთებში მოსკოვშია წასული მოლაპარაკებებზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო  კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მეორე მხარეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომლის წიგნებსაც რუსეთი ჰააგაში იყენებს ქართველი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ფონზე, ჩვენი ამოცანა და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე მივიყვანოთ ის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება ოპოზიციის გამარჯვებით,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, პირველი ტურის შემდეგ მას კომუნიკაცია ჰქონდა გრიგოლ ვაშაძესთან და მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატს გაცნობიერებული აქვს, რომ ქვეყანაში დაუშვებელია რევანში და დაპირისპირება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები