24 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
არმაზ ახვლედიანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზებს განმარტავს 

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანი გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს.

არმაზ ახვლედიანი ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ მისი მხარდაჭერით ქვეყნის მომავალ იმიჯზე ფიქრობს.

„ეს არის ჩემთვის არჩევანი, რომელიც საშუალებას მაძლევს, იმედიანად ვიყო საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების მომავალთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერ გამოკვეთილად გრიგოლ ვაშაძეს და მოვუწოდებ ყველას, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მიუხედავად წყენისა, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობისადმი დამოკიდებულებისა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გადავდოთ ჩვენი პირადული და გავაკეთოთ ეს არჩევანი გააზრებულად, ჩვენი მომავლის სასარგებლოდ,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები