17 აგვისტო 2019,   22:40
ვრცლად
ბატონი გრიგოლი არის უაღრესად პატიოსანი, არ გაიყიდება არაფერზე - პაატა ბურჭულაძე

ბატონი გრიგოლი არის უაღრესად პატიოსანი, დიდი დიპლომატი, ფლობს 8 ენას, პრინციპული, ღირსეული, არ გაიყიდება არაფერზე - ეს განცხადება, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძე გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ღირსეული ადამიანია და ის საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს.

„მე ძალიან გამიადვილდა ამერჩია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, იმიტომ რომ მე შევარჩიე ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიძახი, რომ მე შევარჩიე ისეთი ადამიანი, ისეთი ღირებულებების ადამიანი, რომელიც შეიძლება არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად ასე შევარჩიე. ბატონი გრიგოლი არის უაღრესად განათლებული, კულტურული, პატიოსანი, დიდი დიპლომატი, ფლობს 8 ენას, პრინციპული, ღირსეული, არ გაიყიდება არაფერზე, ქვეყანას გააერთიანებს, წაიყვანს წინ,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძის ღირსება საქართველოს მოქალაქეებმაც დაინახეს, რადგან მათ არჩევნების პირველივე ტურში მას დაუჭირეს მხარი. მსოფლიო ბანი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურშიც გამარჯვებას მოიპოვებს. 

ბურჭულაძის თქმით, საფრანგეთში მცხოვრები ქართველები არჩევნების 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს დანიშვნით, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები