07 დეკემბერი 2019,   23:51
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყოს ერთი პარტიის კანდიდატი - დავით ჯანდიერი

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყოს ერთი პარტიის კანდიდატი და მას ჰქონდეს მხარდაჭერა მთელი პოლიტიკური სპექტრის,“ - ეს განცხადება, იურისტმა დავით ჯანდიერმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ჯანდიერმა განმარტა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში უჭერს მხარს.

იურისტის თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ძალიან ბევრი უფლება ეზღუდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პირი პროგრესის სათავეში იდგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ვაშაძემ შეძლო და მოახერხა და ეს პლატფორმა, რომელიც არის არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, ის აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ფენას,  სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მართალია, პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით არ აქვს განსაკუთრებულად დიდი უფლებები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის იყოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პროგრესის სათავეში, მისგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

ჯანდიერის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ მისი მოქალაქე უფრო დაცული იყოს და ქვეყანაში უსაფრთხოება პირველ ადგილზე იდგეს. 

დღის ამბები