25 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მოსკოვში შეხვედრებს აგრძელებენ

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მოსკოვში შეხვედრებს აგრძელებენ. ისინი კრემლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებიან და აფხაზეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან თანასწორ კონსულტაციებში მონაწილეობენ. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, რუსეთის სათათბიროში სიტყვით გამოსვლა რუსეთისათვის მადლობის გადახდით დაიწყო. ისინი "ქართული ოცნების" შემდეგ, მეორე პოლიტიკური ძალაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მხარს ოფიციალურად უჭერს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ვიზიტთან არაფერი აკავშირებთ. 

"სამხრეთ ოსეთის პარლამენტში არსებული პარტიები მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლიტიკურ პარტიებთან აფხაზეთში, ლუგანსკსის სახალხო რესპუბლიკაში, მთიან ყარაბაღში, ასევე შეთანხმებები აქვთ დადებული პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასევე სხვა ქვეყნების პარლამენტებსა და პოლიტიკურ ფრაქციებზეც ვრცელდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. როგოც ჩანს ჯერ კიდევ ძლიერია დასავლეთის გავლენა და სანქციების შიში. მხარს არ გვიჭერენ არც დსთ-ს ქვეყნები. იმედი ვიქონიოთ ეს ვითარებაც შეიცვლება,"-აცხადებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი, პეტრე გასიევი

დღის ამბები