სისხლიანი გარჩევა ქალაქის ცენტრში, ტურისტულ ზონაში. რესტორან მეიდანთან ახლოს, რიგის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, პრეზიდენტის სიძის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას ძმაა.
დაჭრილები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. მათი მდგომარეობის შესახებ არც ექიმები და არც ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.
“კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა უკვე ცნობილია და იგი სავარაუდოდ გვარად აგლაძეა, თუმცა დაკავებული არ არის.
ერთ-ერთი ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.