24 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
​"20 მლნ. 10 დეკემბრამდე მოიტანეთო... 300 ათასი თვეში ქეშად შეაქვთ "ქართუ ბანკში" - ბიზნეს რეკეტი და ტერორი ბიზნესმენზე

ბიზნეს რეკეტი და ტერორი ბიზნესმენზე - “კურიერთან” საუბრისას ბიზნესმენ  თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრი რამდენიმე დღის წინ „ქართუ ბანკში“ გამართული შეხვედრის დეტალებს ჰყვება.

ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე ადასტურებს, რომ „ქართუ ბანკში“ ბიზნესმენს 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარის მიტანა დაავალეს.

მისი მტკიცებით, ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათასი ლარის შეტანასაც აიძულებენ, თუმცა ეს თანხა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება.

მიმოწერა ბიზნესმენსა და "კურიერის" ჟურნალისტს შორის სოციალურ ქსელში შედგა:

„დღეს ბიზნესმენები დაიბარეს ქართუში და დამატებითო ხარკი უნდა იხადოთო გაორმაგდა, თათბირი აქვთ და მგონი აფეთქდებიან. შეგატყობინებ, იმედია აღარ მოითმენენ.ალბათ ბანკის სესხების დაფარვას რო შეპირდა ხალხს ისევ ხალხის ფულით აპირებს. 20 მლნ. 10 დეკემბრამდე მოიტანეთო, დღეს შეხვდა ვიღაც კიდევ ქართუდან, არ გვაქვსო ამათ უთხრეს ფიზიკურად ვერ გადავიხდითო. გრძელვადიან სესხებს გაგაკეთებინებთ „თიბისიდანო“ უპასუხეს. ვინმემ გააჟღეროს. ბევრი ბიზნესმენი იყო დაბარებული.

ჟურნალისტი: გავაჟღერებთ. ხომ არ იცი ვინ შეხვდა ?

ბიზნესმენის ცოლი: ვინმე მურმანი რეკავს ერთი დღე თუ დააგვიანდათ, იმ 300 ათასის შეტანა, დროზე ერთი დღე დააგვიანეთო ეუბნებიან.
ჩემოდნით შეაქვთ. ეხლა ამ შეხვედრაზე ვინ ესწრებოდა ზუსტად არ ვიცი.

ჟურნალისტი: 300 ათასი თვეში? "ქართუ ბანკში" შეაქვთ?

ბიზნესმენის ცოლი: კი, ქეშად.“

დღის ამბები