20 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში - მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრისთვის ხელის შეშლა სცადეს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში - კოსტავას ქუჩაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერის გაკვრის დროს ხელის შეშლა სცადეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მუშებს გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრის შესაძლებლობა არ მისცეს და მათი მუშაობა შეაფერხეს.

მათი მტკიცებით, „ოცნების“ წევრები მუშებს დაემუქრნენ, რომ თუ ბანერებს გააკრავდნენ, დღის ბოლოს ისინი მაინც ჩამოხსნიდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ ადგილზე ვითარება დაიძაბა და ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღის ამბები