20 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
"ენას ძვალი არ აქვსო, როგორც იტყვიან და შეიძლება ნებისმიერი რამ დაგვბრალდეს," - ეკონომიკის მინისტრი ბიზნესზე ზეწოლაზე არსებულ ინფორმაციას ეხმაურება

ბიზნესზე ზეწოლასა და რეკეტს "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ. მმართველ გუნდში ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ყოფილი მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ საკითხით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ საქმეს პროკურატურა სერიოზულ მნიშვნელობას მიანიჭებს და გამოძიება დაიწყებს.

„მე ამასთან დაკავშირებით არ მინდა კომენტარის გაკეთება. ესეთი კომენტარები ძალიან ბევრი ჟღერს წინასაარჩევნო პერიოდში. ენას ძვალი არ აქვსო, როგორც იტყვიან, და შეიძლება ნებისმიერი რამე დაგვბრალდეს, მაგრამ აქ ობიექტურობაზე ხომ ლაპარაკი არ არის, აქ არის დაბრალებაზე და სიტყვით ნებისმიერი რამე შეიძლება ითქვას. თუ რეალურად ამ ბრალდებას აქვს რაიმე საფუძველი, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც შეიძლება გამოიძიოს და დაგვიდოს დასკვნა. რა თქმა უნდა, დავინტერესდებით, თუ ისეთი სერიოზული საკითხია, რომ პროკურატურამ მიიღო ეს გამოძიებაში,"-ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. 

ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ვინც ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს, ცრუობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები