16 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
„არცერთ ჩვენგანს არ ჩამოუვარდეს თმის ღერი“- ელმირა ბეციაშვილი მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი მის სახლში განხორციელებულ ინციდენტზე პასუხისმგებლობას გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს აკისრებს.

ელმირა ბეციაშვილი იმ კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომლებმაც წუხელ მას ეზოში მოლოტოვის კოქტეილები შეუყარეს. მისი თქმით, ინციდენტის ერთ-ერთი ინიციატორი გურჯაანის მერის ძმა, ზურაბ ხანდამაშვილი და მასთან დაახლოებული კიდევ ორი პირია.
ბეციაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე დაცული არ არის და მასზე ხელახალი თავდასხმა იგეგმება. იგი გურჯაანის პოლიციას საქმის დროულ გამოძიებასა და დაცვას სთხოვს.

„მე მინდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დავაკისრო გურჯაანის რაიონის მერს არჩილ ხანდამაშვილს. აიღოს მან პასუხისმგებლობა. ასევე მინდა პასუხისმგებლობა დავაკისრო რაიონის პოლიციის უფროსს, რადგანაც არ არის უკვე დაცული ჩემი სიცოცხლის უსაფრთხოება, ასევე ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. არცერთ ჩვენგანს არ ჩამოგვივარდეს არცერთი თმის ღერი, თორემ ამაზე მართლა მკაცრად აგებენ პასუხს. მოვითხოვ, უმკაცრესად იქნეს დასჯილი ყველა ის პიროვნება, ვინც აქ არიან ჩართულები,“ -  აცხადებს ელმირა ბეციაშვილი.

პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი აღნიშნავს, რომ ელმირა ბეციაშვილის დაშინებას სხვად ა სხვა ხერხებით არაერთხელ ცდილობდნენ.

„ქალბატონი ელმირა არის ტიპიური მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს მებრძოლი ქალი. ქალბატონ ელმირას ათასჯერ შეუთვალეს, რომ გაჩერებულიყო, სხვა და სხვა ხერხებით ცდილობდნენ მის დაშინებას და გუშინ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რითაც ცდილობს ხელისუფლება დააშინოს ადამინები,“-  აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები