04 აპრილი 2020,   20:21
ვრცლად
ვინც არ უნდა იყოს მოძალადე, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი - არასამთავრობოები ოპოზიციის წევრებზე მომხდარ თავდასხმებს ეხმაურებიან

ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმები, ზეწოლა ამომრჩევლებზე და პოლიტიკური ანგარიშსწორება - სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, არაძალადობრივი მეთოდებით წარმართონ წინასაარჩევნო პროცესები.

არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ, რომ ყველა კანონდარღვევას ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურნენ. გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ. 

„როცა საუბარია უკვე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, მათზე სრული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებაზე მოდის, რადგანაც ვინც არ უნდა იყოს მოძალადე, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, დროული, ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს, სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება დროულად მოახდინოს და ისინი მისცეს პასუხისგებაში. როცა ხელისუფლება ასე არ იქცევა, ეს სხვა ადამიანების მხრიდან ძალადობას ახალისებს, რომელიც ახლაც გვხვდება. როცა ვლაპარაკობდით, რომ სამაგალითო უნდა იყოს იმ ადამიანების დასჯა და პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც არჩევნებზე ძალადობდნენ, ამის საპირისპიროდ მაგალითად, შემიძლია, გავიხსენო კორცხელის ინციდენტი, როცა ხელისუფლებამ მინიმალური სანქციებით გაათავისუფლა, მათ შორის პარლამენტარებზე ფიზიკურად მოძალადე ადამიანები,“- განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია პოლიტიკური ნიშნითა და მოტივით განხორციელებული ძალადობა.

„მნიშვნელივანია, რომ გამძიება სწრაფად წარიმართოს და ისეთი შედეგი დაგეს, რომ საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს და თუ დამნაშავეები გამოიკვეთა, ისინი იქნენ დასჯილნი,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები