20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
ბათუმის ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

ბათუმის ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას შშს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა  1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ბათუმში მდებარე სამორინე პრინცესაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

მათივე ინფორმაციით, ქალებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

დღის ამბები