20 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
რუსეთი დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ახლა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები - გენშტაბის ხელმძღვანელი

"რუსეთი დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ახლა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები - ისლამური სახელმწიფო და ალ ქაიდა," - განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

გაზეთ დეილი ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალ მარკ კარლტონ სმიტმა აღნიშნა, რომ რუსეთი სისტემატურად სწავლობს დასავლური ქვეყნების სუსტ მხარეებს და მათ გამოყენებას ცდილობს, ამიტომ ლონდონი ამ საფრთხეს უყურადღებოდ ვერ დატოვებს.

სმიტს მიაჩნია, რომ დასავლეთის პასუხი რუსულ მუქარაზე ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნება უნდა იყოს. 

დღის ამბები