25 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მამუკა ბახტაძე კახეთში იუსტიციის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. მათ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს.

ბახტაძის თქმით, საზოგადოებრივ ცენტრში წნორელებს დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი მომსახურების მიღება შეეძლებათ.

„ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს ზუსტად ისეთივე ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს იქნა გათვალისწინებული თქვენი მოთხოვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს დამატებული ამ ცენტრს, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული. დღეიდან წნორელებს საშუალება გექნებათ, დასახელებული პუნქტიდან გაუსვლელად საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღოთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე დღეს ლილოშიც იმყოფებოდა, სადაც ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა.   

დღის ამბები