19 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
მოქალაქეს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი თქვა, ყური აუწიეს და კედელზე მიანარცხეს

დაპირისპირება წალენჯიხის ერთ-ერთ სკოლაში - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სკოლის მოსწავლის მშობელს - სალომე ნანიკაშვილს, ბავშვთა ექიმმა მიაყენა.

მშობელი ყვება, რომ ექიმმა ისინი კრებაზე ბავშვების ჯანმრთელობის და ჰიგიენის თემაზე სასაუბროდ დაიბარა, თუმცა, მათ პოლიტიკური დავალებები მისცა.

ექიმმა ყველა მშობელს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რასაც მშობლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

სალომე ნანიკაშვილს ექიმმა ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მისი პროტესტის შემდეგ მიაყენა.

ექიმმა მას ყური აუწია და კედელს მიანარცხა. დაზარალებული მშობელი ექიმის დასჯას მოითხოვს.

„თქვა, რომ აშკარად მიეცით ზურაბიშვილს ხმა. ამაზე შევეპასუხე, ეს ჩემი არჩევანია, მე ვისაც მინდა იმას მივცემ მეთქი ხმას. რომ დაამთავრა ლაპარაკი, უნდა გამოვსულიყავით და შენ დაბრუნდიო, მითხრა და ზუსტად ასე მომკიდა ხელი და ამიწია აშკარად ყური. მერე ის არ იკმარა, რომ მშობლები იდგნენ, დაბალი დონეო, ესეც მიაყოლა. მერე შევედი ექთანთან, რომელიც იყო იქ და მითხრა, შენ რას აკეთებო, ასწია ხელი ასე და კედელს მიმახეთქა. გინდა თუ არა მიეციო ზურაბიშვილსო ხმაო,“ - ამბობს მშობელი.

დღის ამბები