19 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
პარიზში მასშტაბური არეულობა გრძელდება - მოსახლეობა საწვავის ფასს აპროტესტებს

პარიზში მასშტაბური არეულობა გრძელდება. სამართალდამცველები ქუჩაში გასული დემონსტრანტების შეჩერებას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობენ.

საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი საწვავის ფასის მომატებასა და ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს. აქციაზე დღეს ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც ისმოდა.

შეტაკებები ელისეს მინდვრებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა ძალოვანების კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, პოლიცია მათ სამთავრობო შენობების მიმართულებით მსვლელობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

არეულობის პროვოცირებაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე პარტია დაადანაშაულა. 

დღის ამბები