25 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
ასეულობით სამხედრო მოსამსახურე, თავის რჩენის მიზნით, სახელფასო ბარათს ალომბარდებს

ასეულობით სამხედრო მოსამსახურე, თავის რჩენის მიზნით, სახელფასო ბარათს ალომბარდებს. იმის გამო, რომ კურიერის რესპოდენტი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, მისი კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვა.

სამხედრო გვიყვება, რომ ხელფასს ის და უამრავი სხვა ჯარისკაცი, ფაქტობრივად, ვერ იღებს. იმის გამო, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა შეძლოს, იძულებულია, სახელფასო ბარათი დაალომბარდოს.

რიგითი კურიერთან ყვება, რომ ლომბარდში სახელფასო ბარათი გორისა და სენაკის სამხედრო ნაწილების ჯარისკაცების დიდი ნაწილს აქვთ დატოვებული.

უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო კი თვიდან თვემდე ვალი იზრდება და საბოლოოდ, სამხედროები პრაქტიკულად ხელფასები გარეშე ხდებიან. მათ ანგარიშზე ჩარიცხულ ფულს ლომბარდის მფლობელი პირდაპირ ხსნის.

ფაქტები კურიერმა ადგილზე გადაამოწმა. კურიერის კონფიდენტი ფარული კამერით ლომბარდი თანამშრომელს ჯარისკაცის ოჯახის წევრად გაეცნო და უთხრა, რომ ძმის დალომბარდებული ბარათის დახსნა უნდოდა. საუბრის დროს ლომბარდის ოპერატორმა ჯარისკაცის ნაამბობი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მის სეიფში ბევრი სამხედრო სახელფასო ბარათი ინახება.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა კონფიდენტმა ლომბარდი დატოვა, ოპერატორმა კი დააფიქსირა, რომ მიმდინარეობდა ფარული გადაღება ლომბარდი, დღის 4 საათზე დაკეტეს და მას შემდეგ აღარ გაუხსნიათ.

სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც კურიერთან საუბარი გადაწყვიტა, ახლა ანგარიშებიდან ყადაღის მოხსნას ითხოვს და სამართალდამცავებს მოუწოდებს, ლომბარდის საქმიანობით დაინტერესდეს.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები