20 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ათამდე საცხოვრებელი ბინის ქურდობა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.გ., თბილისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვარკეთილსა და ​ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები