25 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშებით შვილმოკლული მამების აქციას პანკისელები შეუერთდებიან

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა. პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას. თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ, 25 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს შუბლში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ხნის განმავლობაში კითხვებზე პასუხებს უშედეგოდ ითხოვს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ ზუსტად 15:00 საათზე აქციაზე სიტყვით გამოსვლა დაიწყება.

„არ ვიფიქრებდი, რომ 10 იანვარზე ძნელი დღე დამიდგებოდა. გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის მართლა იმ 10 იანვარზე მეტად ძნელი აღმოჩნდა. მე როგორც ასეთი ამ ხელისუფლებისგან  არაფერს ველოდები. ამათ არ ყოფნით ის ვაჟკაცობა, ის სიმამაცე, რომ თავიანთი შეცდომა აღიარონ. მაგრამ ამათ თვით უნებლიედ აღიარეს ის შეცდომა იმ თავის გამოსვლით გომელაურმა აღიარა.  პირველადვე კვირიკაშვილმა აღიარა. მე მაქვს ხალხის იმედი და იმიტომ ვდგავარ მე აქ. მე ქართველი ერის იმედი მაქვს და მე ქისტების იმედი მაქვს. დღეიდან ერთი თვე რჩება კიდევ მისი წლისთავის, მისი მოკვლის, დახვრეტის დღემდე. მე მანამდე დავუცდი. ერთი წლის თავადვე მერე საქმე სტრასბურგშიც მიდის და შემდგომში მე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები და იმ ადამიანების ჩარევით ვაიძულებ, რომ სახელმწიფომ აღიაროს თავისი შეცდომა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, ის ამბობს, რომ რუსთაველის გამზირიდან შვილმოკლული მამები არსად აპირებენ წასვლას სანამ მათი შვილების საქმეები გამოძიებული არ იქნება.

დღის ამბები