16 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
პარიზში მომხდარი არეულობა - ელისეს მინდვრები გასული 24 საათის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა  

საფრანგეთში, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტები მორიგ მასშტაბურ აქციას აანონსებენ. აქციის მონაწილეები შეკრებას ისევ ელისეს მინდვრებზე აპირებენ, რომელიც გასული 24 საათის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. მშვიდობიანი მანიფესტაცია არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლესთან მიახლოება სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

დემონსტრანტების შესაჩერებლად შინაგან საქმეთა უწყებამ ქალაქის ცენტრში 5 ათასი პოლიციელი გამოიყვანა, რასაც მომიტინგეთა გაღიზიანება მოყვა. აქციის მონაწილეებმა შანზელიზეზე ქვაფენილი აყარეს და ქვები პოლიციას დაუშინეს. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დაშავებულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. მათ შორის არიან პოლიციელებიც, რომლებსაც პრეზიდენტმა მაკრონმა გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ულტრამემარჯვენეთა სახალხო ფრონტს და მის ლიდერს, მარინ ლე პენს აკისრებს.

აქციები საფრანგეთის მასშტაბით საწვავის გაძვირების გამო დაიწყო. 

პასუხების მიღებას მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" წევრები და მხარდამჭერები პირველ დეკემბერს კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ისინი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

 

 

დღის ამბები